”ნათია არის არაჩვეულებრივი გოგო, კარგად მახსოვს…” – ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილი მაზლის და პაიჭაძის სკანდალს ეხმაურება

0

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილი მაზლის დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის გახმაურებულ ურთიერთობას გამოეხმაურა.
„ნათია არის არაჩვეულებრივი გოგო, რომელსაც წლებია ვიცნობ. ბევრი კარგი თვისება აქვს და ძალიან ბევრი გააკეთა დათოსთვის, ბავშვებისთვის. ის არაჩვეულებრივი მეგობარია. კარგად მახსოვს, როგორ ედგა დათოს გვერდით.

მე როცა მათ ვიცნობდი, იდეალურ ურთიერთობაში იყვნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალექსანდრა ბედნიერი არ უნდა იყოს. უბრალოდ ყველა ქალმა უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სად გადის ჩვენი და სხვისი პირადი ცხოვრება“, – ამბობს ნანუკა.

Share.