”ნანგრევებში ჩვენი 1 და 9 წლის შვილები არიან…” – ნახეთ რას აცხადებს ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი

0

ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ინგა მეკეიძის ქმარის, რამაზ დავლაძის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ მათი 1 და 9 წლის შვილები რჩებიან.
როგორც დავლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მეუღლე შეუძლოდაა და მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
„ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. მეუღლე ჯერჯერობით კონტაქტური არაა“, – აცხადებს რამაზ დავლაძე.

შეგახსენებთ რომ, რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.

მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.
წყარო: imedi

Share.