ნახეთ რას ითხოვს 5 თვის ორსული გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ქმარი სასამართლოსგან

0

ცოტახნის წინ ვარკეთილში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 5 თვის ორსული გოგონა, ქმარმა მოკლა. მოკლული გოგონა ქეთი კეპულაძეა. პოლიციამ მკვლელობის საქმეზე მისი ქმარი, გოგა გზირიშვილი დააკავა.
ცოტახნის წინ მედიაში მისი ადვოკატის კომენტარი გავრცელდა. ადვოკატის თქმით, ორსული ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი მძიმე, სტრესულ მდგომარეობაშია და მასთან დეტალებზე ჯერ არ უსაუბრია. ბრალდებული მოითხოვს, რომ ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვოს და მის მიმართ გირაო არ იქნას გამოყენებული.
ჯანჯღავას განმარტებით, სამართალდამცავებს თავად გზირიშვილმა დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

შეგახსენებთ რომ, გუშინ სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში, კერძოდ ვარკეთილში. ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
როგორც ”მთავარი” ავრცელებს, მა­მა­კაც­მა ორ­სუ­ლი ცოლი მისი 13 წლის ძმის თვალ­წინ მოკ­ლა. როგორც ცნობილია, მამაკაცი უკვე დაკავებულია, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

Share.