“ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო, სრულიად შოკირებული ვარ..” – ნახეთ გუშინ ტრაგიკულად დაღუპული 7 წლის ბავშვის მამა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

0

სენაკში, სოფელ ბეთლემთან შემზარავი ტრაგედიისას დაშავებული მამაკაცი, გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის მამა ამ დრომდე აპარატზეა შეერთებული. ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს:“დაიწვნენ მანქანაში… სოფელ ბეთლემთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა – გარდაცვლილები არიან 7 წლის საბა მამულია და 53 წლის დათო მამულია (ბაბუა და შვილიშვილი), ბავშვის მამა აპარატზეა მიერთებული…

loading...

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრნობს და სამძიმარს უცხადებს საბერძნეთში ანი არჩვაძეს და საქართველოში მის ოჯახსა და ახლობლებს ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი ლამაზი სული.

ვუსამძიმრებ მამულიების ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო… ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო, შოკირებული ვარ….

არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ…

ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი…

ასეთი ანგელოზები იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფეველში. მოიხსენეთ ლოცვებში მისი უკვდავი ლამაზი სული.

გული დამეწვა, სული გამიმწარდა ისეთი საცოდაობა ტრიალებს, მამულიების ოჯახში. თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ…”, – წერს შოთო სიხარულიძე.

ხევში გადავარდნილ მანქანაში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 53 წლის ბაბუა, კაპიტონი და 7 წლის საბა მამულია გარდაიცვალნენ. მძიმედაა ბავშვის მამა და კიდევ ერთი მეზობელი. ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან.

loading...
Share.