“ნინის მამა ცოცხალი რომ ყოფილიყიო, ამას ვერ გაუბედავდნენ ნინის..” – ნახეთ ხათუნა ჟორდანიას ემოციური სიტყვები

0

ხათუნა ჟორდანიამ ჟურნალ “სარკესთან” მის პირველ და უკანასკნელ სიყვარულზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ნინის მამა პირველი სიყვარული იყო და ნინის ახლა რასაც უბედავენ მამამისი რომ ცოცხალი იყოს ვერ გაუბედავდნენ, რაც შეეხება ზურა ხაჩიძეს ის მისი უკანასკნელი სიყვარულია და ახლა მიხვდა რომ ადრე ზურას იმდენ ყურადღებას ვერ უთმობდა რამდენიც საჭირო იყო, ამიტომ ზურა სულ ნაწყენი იყო მასზე.

ხათუნა, რა იყო თქვენი პირველი ქორწინება თეკუჩა ქარსელაძესთან, რას დაარქმევდით მას?

ის იყო პირველი სიყვარული და ზურა უკანასკნელი სიყვარულია. თეკუჩა იყო კაცი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონოდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით ნინისთან მიმართებაში. მისი გარდაცვალებით ის ყველაზე მეტად ნინის მოაკლდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს ნინის იმდენს ვერ გაუბედავდნენ, რამდენსაც უბედავენ. ზურა კი ძალიან წესიერი კაცია, რომელიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბოლო სიყვარულია.

დღეს, როდესაც დაძლიეთ ეს ვერაგი დაავადება, რა გახდა პრიორიტეტი?

პირველ რიგში, მივხვდი, რომ უფრო მეტ დროს ოჯახის სხვა წევრებს ვუთმობდი, ვიდრე ზურას და სულ ნაწყენი მყავდა ჩემი ყურადღების ნაკლებობის გამო. ამიტომაც ახლა გადავწყვიტე, ვიცხოვრო ზურასთვის და მთელი ჩემი ყურადღება მას დავუთმო. მეორე მხრივ, რა იდეებიც მქონდა თავში და არ ვახორციელებდი, მინდა, ახლა განვახორციელო. დავიწყე ხატვა, სამკაულების კეთება, ავეჯის რესტავრირება, ვკერავ. ვფიქრობ, სატელევიზიო პროექტზეც. მოკლედ, ათასი გეგმა მაქვს…“
წყარო:daqali.club

Share.