“ნუცას შევპირდი, რომ…” – რა პირობა შეუსრულა მაია ასათიანმა შვილს? ნახეთ რა პოსტს აქვეყნებს ტელეწამყვანი

0

ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მაშინ, როდესაც წიგნის წერა დაიწყო, საკუთარ შვილს პირობა მისცა, რომ მისი დაწერილი წიგნი, გაყიდვებით საქართველოში, ჯოან როულინგს გაუსწრებდა.
როგორც მაია ასათიანი წერს, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ გამოცემიდან დღემდე საქართველოში – 25 000 ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო მისი წიგნის კი 20 000 ეგზემპლარი.
ჟურნალისტი საზოგადოებას მადლობას უხდის.
„ყველა დიდი პაუზის დროს, დიდი დასაწყისის წინ ჰოგვორსტში ვბრუნდები…

წიგნის წერა, რომ დავიწყე, ნუცას დავპირდი, რომ ის რასაც დავწერდი, გაყიდვებით ჯოან როულინგს გაუსწრებდა (ცხადია საქართველოში)… ასეთი მიზანი დავუსახე ჩემს თავს.
„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ გამოცემიდან დღემდე – 25 000 ეგზემპლარი.
მე, თითქმის – 20 000.
მადლობა თქვენ ყველას, ვინც ჩემი შვილისთვის მიცემული პირობა, რეალობად აქციეთ.
…და ჰო, მე ისევ ჰოგვორტსში მივდივარ“, – წერს მაია ასათიანი.

Share.