”ოთახში შემოსულმა უცებ დაწერა და ძირს დააგდო…” – ნახეთ რა წერილი გადასცა ბადრაგმა მიხეილ სააკაშვილს ჩუმად და რა წერია წერილში

0

ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილზე პოსტს აქვეყნებს ფოტოსურათიანად, თუ როგორ გადასცა ჩუმად ერთ-ერთმა ბადრაგმა მესამე პრეზიდენტს ვაჟას სიტყვები:
“პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე,სულ რამდენიმე დღით ადრე,ალბათ,2 დღეში წავიდა კიდეც,პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვრჩით მიშა,ბოცო და მე.გათენებამდე ვსაუბრობდით.. ბევრჯერ ახსენა ზვიადი და სიტყვამ მოაყოლა,ბოცომ კითხა-მიშა,როგორ გგონია,ზვიადმა თავი მოიკლა,თუ მოკლესო? პრეზიდენტი მარტო რომ დარჩება ტყეში,რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იტყვის,ნებისმიერ შემთხვევაში მოკლულიაო…
ეს ისეთი სიმართლე იყო,არასდროს არ დამავიწყდება.

ახლა,როცა ყველა ფანჯარა ამოუგმანეს,წერილების უფლება ჩამოართვეს და ხმის გამცემი არავინ ჰყავს,როდესაც პაემანის ოთახში მინა ამოქოლეს და ვერც ადვოკატს ხედავს და ვერც ხმა ესმით მისი,ამ სიმხეცით გამწარებულმა ბადრაგმა ყურში ჩასჩურჩულა ვაჟას ლექსი.

მიშა იქ ყველას უფრთხილდება,კარგად მომპყრობსაც და ცუდსაც.იცის თუ ვინმეს შეაქებს სამსახურს დაკარგავენ … ოთახში შემოსულმა უცებ დაწერა ეს კუპლეტი,ძირს დააგდო და თან ძალიან ფრთხილობდა,ვინმემ ხომ არ დაინახა ეს რომ მითხრა,სამსახურიდან არ გააგდონო.

ახლა მოშიმშილე,ყველა უფლებაწართმეული საქართველოს მესამე პრეზიდენტი 28-ე დღეა სამარტოო საკანშია.მხოლოდ იმ გაბედული პერსონალის იმედადაა,ვინც ასეთ გამანხნევებელ სიტყვას გაიმეტებს.
ამ ხელნაწერის წამოღების დღიდან დრო გავიდა,რამდენიმე ცვლა შეიცვალა და მხოლოდ ახლა შემიძლია ბადრაგის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები გაგიზიაროთ”.

Share.