“ორგანიზზმა ვეღარ გაუძლო ტყუპებზე იყო ორსულად.. ” – ნახეთ პეტრე კოლხის სულისშემძვრელი ამბავი

0

პეტრე კოლხი თავისი ცხოვრებიდან ერთ-ერთ ყველაზე სევდიან ისტორიას იხსენებს, თუ როგორ შეიწირა მისი მეგობარი თვითნებურმა აბორტმა, უფრო სწორად კი იმ ბიჭის საქციელმა, რომელმაც ჯერ გოგონა დააორსულა, შემდეგ კი უთხრა რომ აბორტი უნდა გაეკეთებინა, რადგან ოჯახს ვერ შექმნიდა.”ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. გარშემო სიკეთეს და მშვენიერებას ასხივებდა.
იმ წელს ჩააბარა უნივერსიტეტში , მე რომ გავიცანი… მასზე ალბათ ოთხი წლით პატარა ვიქნებოდი…
ვაკვირდებოდი, თუ სახლში ადრიანად დაბრუნდებოდა, სადარბაზოსთან ვხვდებოდი და პურის საყიდლად, ან უბრალოდ სასეირნოდ გავიდოდით… არაფერი ხდებოდა, უბრალოდ მოწმონდა, რომ ასეთი ლამაზი იყო და ხმაც ისეთი ხავერდოვანი ჰქონდა, ოღონდ ესაუბრა და არც იმას ფიქრობდი, საინტერესო იქნებოდა, თუ არა…

ახალი სასწავლო წლის დაწყება უხაროდა, თან უკვე სტუდენტი იყო და გრძნობდა, რაღაც ახალი გამოწვევები დაიწყებოდა… მეც იშვიათად ვნახულობდი… ნახევარი წელი ისე გავიდა, ერთმანეთს შორიდან ვესალმებოდით… ზამთრის არდადეგები სოფელში გაატარა…

წლის ბოლოს უფრო ლამაზი და ხასიათითაც შეცვლილი მეჩვენა… არ უთქვამს, მაგრამ ისედაც მიხვდებოდი, რომ შეყვარებული იყო… ნაბიჯებს ისე დგამდა, იტყოდი, დაფრინავსო…
დაიწყო ახალი სასწავლო წელი, მეორე კურსზე წარმატებით გადავიდა. ადრიანი შემოდგომა იდგა, აივანზე ვიდექი, ამომძახა, ჩამო, პურის საყიდლად გამყევიო… გამიხარდა და კიბეებს გადავაფრინდი…
მოწყენილი და სევდიანი მეჩვენა… პურზე შევიარეთ, მერე ქუჩას ავუყევით და წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ ავიღეთ გეზი… დიდად არც უსაუბრია, ცრემლი მოერია და მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე, რაღაც გიჭირს, იქნებ შევძლო დახმარება, თქო…
შეყვარებულთან პრობლემები მაქვსო, მოკლედ მომიჭრა და სახლში მივბრუნდით…
ვინერვიულე, განვიცადე, იმ ღამეს თითქმის არ მიძინია…

საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა, ორსულად იყო, ბიჭმა უთხრა, ოჯახს ჯერ ვერ შევქმნით, თავის რჩენა გაგვიჭირდება, იქნებ აბორტი გაიკეთოო…
ბევრი კამათის მიუხედავად, ბიჭმა თავისი გაიტანა და აბორტის გასაკეთებელი ფულით გაისტუმრა…
გოგონას მეგობარმა შესთავაზა, ექიმთან ვერ მივალთ, იქნებ ,,გაგიბაზრდეს”, ექიმბაშთან მისვლა სჯობსო…
ტყუპებზე ყოფილა ორსულად, მაგრამ აბორტზე მაინც ვერ თქვა უარი, ბიჭი სახლში ვერ წაიყვანდა, აღარც მშობლები მიიღებდნენ…
არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ვხედავდი, რომ ძალიან ფერმკრთალი იყო…
აღმოჩნდა, რომ ნაყოფის მოშორება არასწორად მოხდა…
ჩემი ულამაზესი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ერთ კვირაში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა…
იმ წამს ყველაფერი შემძულდა… ტყუპებმა დედა თან გაიყოლეს!..” – წერს მამა პეტრე.
წყარო:ambavi.club

Share.