“ორი დღე ახველებდა, დედამთილი შესულა და…” – უმძიმესი ტრაგედია, ნახეთ ვინ არის გარდაცვლილი ორსული გოგო და რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

0

თელავში, სოფელ ვანთაში გარდაცვლილი ორსული ქალი, 31 წლის ვიკა ლიუბომივია. ოჯახის ნათესავის, ნონა აშკარელაშვილის ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, დედამთილმა ნახა.
„ორი დღე ახველებდა, მაგრამ ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი, ვირუსი. ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით“ -განაცხადა აშკარელაშვილმა.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახში, მანამდე მცირეწლოვანი ბავშვებიც, სავარაუდოდ, ვირუსით იყვნენ ავად.
„როგორც ვიცი, მანამდე ბავშვები იყვნენ ცუდად. მერე ამას ახველებდაო. ორსულობა სათუთი მდგომარეობაა, ალბათ ვერ გაუძლო,“- თქვა მეზობელმა.
შეგახსენებთ, 31 წლია ორსული, ერთ- ერთი ვერსიით, სეზონური გრიპის ვირუსით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

loading...

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გარდაცვლილს სამი წლის ტყუპი დარჩა.
წყარო: ufaso.ge

loading...

Share.