“ორი უმაგრესი შვილი გავზარდე სანდრასთან ერთად და..” – ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ემოციური სიტყვა სანდრაზე

0

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა იმ ადამიანებზე, ვინც ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო.
“მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, გამიგია ათასობით ჩემი თანამემამულისგან, რომლებიც მხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტებში, იმ ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ვხვდებოდი დიდ შეკრებებზე ემიგრანტების, ევროპაში და ამერიკაში.

რომ უნდა დავბრუნდე საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, რომელმაც თქვა, რომ ან ახლა, ან არასდროს და ჩვენ დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას, ნიკუშამ, ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდეთ ორი ძალიან მაგარი შვილი და სანდრას ნამუშევარი, კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, პატიმრების ჯანდაცვის კუთხით, ისევე როგორც სკრინინგი და უამრავი სხვა რაღაც და ეს მილიარდერები კი არ ვიყავით, 800 დოლარი რომ გვქონდა ხელფასი 90-იან წლებში, აი გია ბარამიძეს კარგად ახსოვს, 400 იხარჯებოდა ქველმოქმედებაზე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

Share.