“ორსულ ქალს ორსულობის ბოლო კვირაში, რომ გამოკეტავ კოვიდიანებთან რეანიმაციაში და არ გაანძრევ, ის ნამდვილად დაიღუპება” – ნახეთ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმის განცხადება

0

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“ის კადრები, რაც ვიხილე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ, დიახ ახალ და ,,თანამედროვედწოდებულ,, რეანიმაციულ განყოფილებაში,
ესაა სრული კატასტროფა
წელიწადნახევრის წინ, 2020 წლის აპრილში ვსაუბრობდით ინტენსიური და მართვითი სუნთქვის კოვიდიანი ადამიანების ჰიგიენაზე, დისტანციაზე, საწოლებშორის უბრალო გამყოფებზე და ამდენი თვეების მერე ისევ იქა ვართ…

არა, უარესად ვართ
მაშინ ექიმებს ფფპ 2 პირბადეები და მაღალჰიგიენური ეპიკიური მაინც ჰქონდათ.

გინდაც 15 ჯერ იყოს აცრილი ექიმი და იყოს უსიმპტომო,
ის კოვიდის გადამტანია მაინც,
ყველაფერია კოვიდის გადამტანი,
ადამიანიც, ხელსაწყოც, ამონასუნთქი ჰაერიც, ამონახველიც, დაცემინებაც და ყველაფერი,
თუ ასე თევზებივითაა ერთიმეორეს მიწყობილნი ადამიანები.
რა გახდა ეს გამყოფი ცელოფანი მაინც, არ მესმის და ვერ ვიგებ.

რათქმაუნდა, ისიც საშინელ მანკოდ და კატასტროფულ დაუნახაობად რჩება, რომ
ადამიანი, რომელიც ინტერვიუს აძლევს ტელევიზიას, არ უნდა იყოს მართვით სუნთქვაზე
არ შეიძლება ასეთი ადამიანების ასე სრული იმობილიზება და საწოლში გამწესება
არაა არავითარი ფიზიოთერაპია.

როცა ორსულობის ბოლო კვირაში ორსულ ქალს დააწვენ, არ გაანძრევ და გამოკეტავ კოვიდიანებთან ერთად რეანიმაციაში,
ის ნაღდად დაიღუპება, რადგან ორსულობისას რამდენიმე ათეულჯერაა აწეული თრომბოემბოლიის რისკი.

მაგრამ,
აქვთ საქართველოში ალიბი აბსოლუტურად ყველაფრისათვის,
,,არ იყო აცრილი და მოკვდებოდა აბა რაო,,

ესაა დანაშაულებრივი აზროვნება და ქმედება.
ეს ასეა. ფაქტია.

აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა.
პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება
პაციენტის მართვა
ჰიგიენა

ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები.

ამას ესაჭიროება
კარგი ვენტილაცია,
რამდენიმა ასეული მეტრის დეზიფექციის შესაძლებლობის მქონე ცელოფნის საფარი,
რამდენიმე ათეული ფიზიოთერაპევტი
და ადამიანების საავადმყოფოებში არ შეყრა.

რეზიდენტი ექიმების და უსაქმოდ დარჩენილი ტაქსის მძღოლების მეშვეობით რამდენიმე ასეული მობილური ჯგუფის შექმნა და პაციენტებს სახლში, სოფლებში, საკუთარ ოჯახებში, მის ეზოკარმიდამოში მართვა უნდა ამას ყველაფერს.

2020 წლის აპრილიდან ერთი მისხალიც კი არ გაკეთებულა ამ მხრივ.

ეს დანაშაულია,
სამარცვინოა ეს ყველაფერი და საკუთარ სახეს სარკეში ვერ შეხედავთ ამ სისტემის ,,გამპარვებელი,, ექიმები, ახლა რომ ყველაფერს არაცრილობას ატენით.

ნორმალური პირბადეები მაინც გაიკეთეთ.
მე მიკეთია აცრილს და კოვიდგადატანილს ხუთოთახიან და ღიაფანჯრებიან პრაქსისში ფფპ2 პირბადე მთელი დღის განმავლობაში.
სამარცხვინოა ეს საქციელი”

Share.