“ოღონდ შვილი არა ევა, გთხოვ…” – შორენა ბეგაშვილის გამოქვეყნებულმა ფოტომ გულშემატკივრები ძალიან გაახარა

0

შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე პოპულარული დედა-შვილია. ნახეთ რა ფოტოს აქეყნებს სოციალურ ქსელში შორენა
პოპულარული მოდელი ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოს აქვეყნებს და ევა ბარბაქაძეს მიმართავს, ჯერჯერობით შვილზე არ იფიქროს. როგორც ჩანს, შორენა ამაზე მისმა ყოველდღიურმა ასტროლოგიურმა პროგნოზმა დაფიქრა, სადაც ასტროლოგები კირჩხიბს ამ დღეს ქორწინებას ან შვილიშვილს უწინასწარმეტყველებენ.


პოპულარული დედის პოპულარული შვილი ევა ბარბაქაძე სტუდენტია. გოგონა რამდენიმე თვის წინ 20 წლის გახდა. როგორც ჩანს, შორენა მისთვის ოჯახის შექმნას და მითუმეტეს შვილს, ნაადრევად მიიჩნევს ალბათ საკუთარი გამოცდილების ფონზე, როდესაც პირველი ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა და ოჯახის დანგრევის შემდეგ ბევრი რთული წელი გაიარა იქამდე, სანამ ფეხზე დადგებოდა და იმად იქცეოდა, ვინც დღესაა.
წყარო: ambavi.club

Share.