“ოჯახის სამი წევრი ერთმანეთზე მიყოლებით დავკარგე და..” – ნახეთ თეა წულუკიანი ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაებზე საუბრობს

0

ბოლო ერთი წლის მანძილზე ჯერ დავკარგე მამა, შემდეგ მამიდა და სულ რამდენიმე დღის წინ ჩემი მეუღლის დედა გარდაიცვალა, რომელიც ჩვენი დიდი ოჯახის ბურჯი იყო, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.„რთული წელი იყო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის, ოჯახებისთვის და აღმოჩნდა, რომ არც ჩემი ოჯახი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. ბოლო ერთი წლის მანძილზე ჯერ დავკარგე მამა, შემდეგ მამიდა და სულ რამდენიმე დღის წინ ჩემი მეუღლის დედა გარდაიცვალა, რომელიც ჩვენი დიდი ოჯახის ბურჯი იყო.ეს, რა თქმა უნდა, რთულია და მოითხოვს, რაღაცა ტიპის სიმტკიცეს იმისთვის, რომ

loading...

თან პატარა ბავშვს, რომელიც სახლში გყავს არ აგრძნობინო, რომ ასეთი უბედურება ხდება და ასევე არის ის სამსახური, რომელიც ტურბულენტობით გამოირჩევა. ალბათ ადამიანს გამომუშავებული გამოცდილების შედეგად მეტნაკლებად შეუძლია, რომ საქმეც გააგრძელოს უბედურებების მიუხედავად. ძნელი გასაგებია და გადასატანია ადამიანის სიკვდილი. რამდენჯერაც ძვირფას ადამიანს კარგავ იმდენჯერ თავიდან ჩნდება ეგზისტენციალური ფიქრები“, – თქვა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.

წყარო:ambavi.club

loading...
Share.