”ოჯახი მთელი დღე ეძებდა პატარას…” – 6 წლის ბავშვი სახლიდან ერთი კილომეტრის დაშორებით გარდაცვლილი იპოვეს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

0

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მაცხოვრებლები დღის 12 საათიდან 6 წლის თანასოფლელ ბიჭს ეძებდნენ. დაახლოებით რვა საათიანი ძებნის შემდეგ, სოფლის ახალგაზრდებმა 6 წლის ბიჭი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის უკან (სადაც მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო, გამაგრებითი სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო) დაახლოებით ერთ მეტრიან, წყლით სავსე თხრილში გარდაცვლილი იპოვეს.

loading...

ოჯახი ოზურგეთში ქირით ცხოვრობდა. ბავშვი ბებია – ბაბუასთან სტუმრად იყო ჩასული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის 115 – ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

loading...

Share.