“პარიზში რომ ქართველი გოგო მოკლეს, რომელმა ფრანგმა დაწერა მეზიზღება საფრანგეთიო…” – ნახეთ რას წერს თამარ ივერი

0

თამარ ივერი თბილისში დაღუპულ ავსტრალიელ ქალის ამბავს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რა არის ეს : ვაიმე-სად ვცხოვრობ!! მეზიზღება ეს ქვეყანა!! რა დონემდე მივედით!! სად გავიქცე!! 90 იანი წლები იწყება!! და ა.შ და მსგავსი გამონათქვამები. ერთი სად გამქცევები ხართ საინტერესოა? ვინც ასე ორ შაურად იზიზღებს და აგინებს მის სამშობლოს და ამ, ჯერ კიდევ გამოუძიებელი, თუნდაც რაიმე საზარელი მკვლელობის გამო და არიქა,(ვითომდაც) ქვეყნიდან გაქცევას აპირებს… ისინი,დიახ სამშობლოს პოტენციური მოღალატეები და ერთი საბრალო სოც. ქსელების მატრაბაზები არიან!!

ისე და… პარიზში რომ ხელვაჩაურელი გოგო მოკლეს ვინ ამოიღეთ ხმა?? ან რომელმა ფრანგმა დაწერა ვაიმე, მეზიზღება საფრანგეთი, სად გავიქცეო?? არ გინდათ რა ეს “პეროიანი აგშფოტებები“, ყალბი თუხთუხი ქვეყნის აპოკალიფსის წინასწარმეტყველებებით!! ყველა უზომოდ განვიცდით ამ საზარელ ფაქტს და ვითხოვთ სასწრაფოდ მის გამოძიებას, მკვლელის დადგენას და მის უმკაცრესად დასჯას!!!! მართლაც ნულოვანი ტოლერანტობით!!სრულიად ვიზიარებ ქვემოთ მოყვანილ ბესო ჩუბინიძე ის პათოსს,“- წერს თამარ ივერი.

შეგახსენებთ, გუშინ მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

Share.