“პატარა ანგელოზი დღეს 4 წლის გახდებოდა..” – ნახეთ პატარა ანიტას ბებია შვილიშვილის დაბადების დღეზე სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს

0

გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე მიმართვას ავრცელებს:
„დღეს ანიტა 4 წლის ვერ გახდება! ცრემლი ისედაც ბევრი ჰქონდა, არ გვინდა ცრემლები, ახლა გულები და სიყვარული სჭირდება.
ეს შარშან დავუწერე ანიტას:
სამი წლის ვეღარასდროს გახდება,
მისთვის ვერაფერი ახდება,
წინ აღარაფერი დახვდება,
თავად მოგონება გახდება.
ორი წელი ვის ყოფნის, არ ეყო,
ორ წელში სამყარო დაემხო,
მძიმე სენს სიკვდილი დაერთო,
გაერთო ბოროტი, გაერთო.

და ამ სამყაროში გრძელდება

სიცოცხლე, დასჯით რომ ვერ ძღება,

დრო? დრო არავისთვის ჩერდება,

მავანს კი უმართლებს, ბერდება.

რა ვუყო, ამ ტკივილს რა ვუყო?

ამ ტკივილს ვერავის გავუყოფ,

მოციცქნულს ვერავინ გაუგო,

გასწირა და მახე დაუგო.

პატარა, ლამაზი, უმწეო,

განგებამ დატოვა უმზეოდ,

გეყოფა, დღის შუქს ნუ უმზერო,

აკადრა ცხოვრებამ უზნეომ.

ვიცი, მონატრებით დავღალე,

ვხვდები, რომ ვერ ვუშვებ, ვაწვალებ,

გრძნობა ვერაფრით ვერ დავცალე,

მალე შენთან მოვალ… მაცალე…“

/თამუნა გლურჯიძე/
წყარო:statiebi.club

Share.