”პირადად მე ძალიან მეშინია, 24 დეკემბრიდან ქვეყანაში ცუდი რამ მოხდება…” – ნახეთ ნანიკო ხაზარაძის განცხადება

0

ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეზე არსებული შეზღუდვები უარყოფითად არ მოქმედებს, თუმცა იგი მაინც იმ მოდელს ემხრობა, რომელიც გერმანიაში შეიმუშავეს:
“დაწესებული შეზღუდვები, პირადად ჩემზე, დიდად არ მოქმედებს, რადგან, ასე ვთქვათ, სახლის ადამიანი ვარ.
შეზღუდვების მომხრე ნამდვილად ვარ, თუმცა ძალიან მომწონს, მაგალითად, ის სისტემა, რაც გერმანიაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გააჩერეს, სკოლები არ დახურეს, მაგრამ სასწავლო პროცესს სხვადასხვა დროს იწყებენ, რომ ტრანსპორტი არ გადაიტვირთოს, ბევრ ბავშვს არ ჰქონდეს ერთმანეთთან შეხება. ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ ბევრი ადამიანი არ დაზარალდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, თუ ამ გამოცდილებას ჩვენც გავიზიარებთ.

პირადად მე, ძალიან მეშინია ამ 24 რიცხვის. არ ვიცით რა დატრიალდება ამ ქვეყანაში… მგონია, რომ 24-დან 2 იანვრამდე კარგი რამ არ მოხდება და ამას, შემდგომ კვირებში მოვიმკით, თუკი მანამდე რაიმე რეგულაცია არ შეცვალეს.

სპეციალისტი არ ვარ და ამ საკითხს სიღრმისეულად ვერ განვიხილავ, თუ რისი დახურვა ჯობდა, ან რისი – არა, მაგრამ მომწონს გერმანიის მაგალითს რომ ვხედავ, რომელიც სისტემურად ასე კარგადაა გადანაწილებული – დიდად არ დააზარალეს არც მშობლები, ვისაც შვილის დამტოვებელი არ ჰყავს და ეპიდემიაზეც იზრუნეს. ვისურვებდი, რომ ამ დისციპლინით ჩვენც დავემსგავსოთ მათ”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ტელეწამყვანმა.
წყარო: bednierebis.club

Share.