”პროფილს რაც შეეხება, ჩვენ ვიწყებთ..” – ნახეთ მაია ასათიანი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. რომელ არხზე გავა გადაცემა? (ვიდეო)

0

მაია ასათიანის ინსტაგრამიდან ირკვევა, რომ “პროფილი” კვლავ ეთერში ბრუნდება, თუმცა ტელეწამყვანს სხვა დეტალები არ გაუმხელია. სასიხარულო ინფორმაცია მაიამ ცოტახნის წინ გაასაჯაროვა. ჯერ-ჯერობით უცნობია რომელ არხზე გავა გადაცემა.
შეგახსენებთ რომ, მაია ასათიანმა თავის გუნდთან ერთად ტელეკომპანია „TV პირველი“ დატოვა. მისი განცხადებით, არხიდან ის არავის დაუთხოვია და საკუთარი სურვილით წამოვიდა. მაია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ წერდა, რომ დასვენების პერიოდი ჰქონდა მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ.
„უამრავი ადამიანი მეკითხება, რას ვაპირებ. 15 წლიდან პაუზა არ მქონია, 30 წელია ვმუშაობ გაუჩერებლად, ამოსუნთქვას ვაპირებ“, – აცხადებდა ტელეწამყვანი. მოგვიანებით მაიამ გაგვიზიარა წვიმაში სეირნობის ვიდეოები და დაწერა – „თავისუფლების პირველი დღე“.

ვიდეო:

Share.