ქართველი წინასწრმეტყველი ლელა კაკულიას გვერდზე მორიგი ჩანაწერები ვრცელდება, ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ:
ლელა კაკულია: თქვენ, ადამიანებო, არ იცით, რას ნიშნავს, რასაც ახლა ვწინასწარმეტყველებ!
ამონარიდი ადრეული ჩანაწერებიდან
✅ 1995 წელი, 25 ოქტომბერი, საღამოს 7 საათი
მომავალში ვხედავ ნავთობის მილების გავლას საქართველოზე.
რუსეთს ეს საკითხი არ მოასვენებს, ვერ მოინელებს. ამიტომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს მათ დაცვაზე აუცილებლად.
ტერორს თავად რუსები მოგვიწყობენ – ამის თაობაზე მთელი სერიოზულობით გაფრთხილებთ!
საქართველოს ნავთობის გზა ყველაზე იაფი,
მომგებიანი და მოკლეა ყველა გზასთან შედარებით. ამიტომ საქართველო გამოიყენებს თურქეთისა და ამერიკის, ევროპის მხარდაჭერას და უდიდესი დაცვითი ბადე შეიკვრება საქართველოზე. ეს გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს და მესამე მსოფლიო ომის დროს თურქეთი მართლა მკერდით დაიცავს საქართველოს.
თქვენ, ადამიანებო, არ იცით, რას ნიშნავს, რასაც ახლა ვწინასწარმეტყველებ!
მე დროს ვერ ვხედავ, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ მომავალში ამერიკა, თურქეთი, ევროპა გვეხმარება ნავთობის მილების გაყვანასა თუ შეკეთებაში, მათ აშენებაში, უმაღლესი და უახლესი ტექნიკით აღჭურვაში, უნიკალური პროექტების დამუშავებაში. ამერიკა აჩუქებს საქართველოს ნავთობ- თუ ბენზინმზიდ ტანკერებსაც.
რუსეთის შავი, რეაქციული ძალები ვერაფერს გახდებიან!
გაფრთხილებთ: სომხეთის მხრიდანაც ნუ მოადუნებს საქართველო ყურადღებას!
რთულ პერიოდს გავივლით, მაგრამ რუსეთის შავ ძალებს მოვერევით.
კავკასიონი კი იწვის; იწვის ჩრდილოეთ კავკასია. მომავალი ომები, ომები!!!
აფხაზეთში ომი დამთავრდება, ჩრდილოეთ კავკასიაში – არა!
✅ იმავე დღის ღამის 12 საათი,
„ხედვა ზეციური“
თეთრ ღრუბლებში ანთებული თეთრი ჯვარი მოჩანს. სხივი ღვთისა კვეთს მას და საოცარ სინათლეს გამოსცემს.
ჯვარი ზეცაში – საქართველოა, ღვთის სხივი კი საქართველოს საზღვრები.
იწმინდება საქართველო!
ილოცება საქართველო!
იბადება საქართველო!
გიხაროდეს, საქართველოვ!
ვაზი იცრემლება, მიწა ღვინით ლბება, ყველგან პური ტყდება, ყველგან სიცოცხლეა, ყველგან ცრემლებია – სიხარულის გმინვა, სიყვარულის წვიმა. საქართველო ჩემი უკვდავია, ერიც ძლიერია, ჯვარიც.
სადაც ამდენი ტაძარია, სადაც ამდენი ჯვარია, იქ არ არსებობს გადაშენება, იქ არ არსებობს სიკვდილი.
ერი იბადება!
ერი ძლიერია!
ჩემი საქართველო დღეს თუ მშიერია, მაინც უკვდავია, მაინც ძლიერია, ღვთის სხივის ქვეშ განათებულია, გაბრწყინებულია, განდიდებულია!
დაიფარება, დაიფარება ქართველი – დიდი, პატარა, მოხუცი.
მე ვხედავ საქართველოს გაბრწყინებულსა და გალაღებულს, თავისუფალსა და გამარჯვებულს, მუხლმოუდრეკელსა და განდიდებულს.
შენ, ჩემო საქართველოვ, უკვდავი ხარ, უკვდავი!
თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ჯვარი.
თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ტაძარი ღვთისა.
ეს ზღაპარია, ეს არ მოხდება.
ჩემი საქართველო მართლა უკვდავია!
ჩემი საქართველო ერთიანია!
ჩემი საქართველო თავისუფალია!!!
* * *
დასანანია, რომ დღეს ამ მომავალს მე ვხედავ მარტო…