“რამე რომ დაემართოს დედა შვილს აღარ აიყვანს ხელში…” – ნახეთ ბუბა კიკაბიძეს საგანგებო მიმართვა

0

მსახიობმა და მომღერალმა, ბუბა კიკაბიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ „სხვა ნანუკას“ ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობას სააკაშვილი სასიკვდილოდ ჰყავს გადადებული.
„მიშა მე ძალიან მიყვარს, პირდაპირ ჩანს, რომ გადადეს სასიკვდილოდ, ამას მთელი მსოფლიო უყურებს და რატომ გვარცხვენენ? რატომ ირცხვენენ თავს?
მე იმას აღარ ვამბობ, რომ ყოველ წუთში შეიძლება რაღაც დაემართოს ამ ადამიანს, მერე ალბათ დედა შვილს აღარ აიყვანს ხელში.

მე უკვე მეზიზღება ტელევიზორის ჩართვა, ვუსმენ ამ უწმაწურ სიტყვებს, გინებას, საზიზღრობას… მრცხვენია რა… მე ჩემი თავის მრცხვენია, რომ ქართველი ვარ.

მიშას ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. მიშამ იმდენი ლამაზი რამ გააკეთა თბილისისთვის, მცხეთისთვის, ბათუმისთვის, რომელი ერთი ჩამოვთვალო?

შეცდომები ვის არ მოსდის? მიშა მიყვარხარ!“-აღნიშნა ბუბა კიკაბიძემ.
წყარო:daqali.club

Share.