“რამხელა გოგო გაიზარდა, ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს ჯაბა კილაძეს..” – ნახეთ როგორ საოცრად ჰგავს ლიზა მის მამას, მსახიობი უთბილეს ფოტოებს აქვეყნებს

0

ჯაბა კილაძე საზოგადოებას მომღერალ თამთა ჭელიძის ცნობილი კლიპიდანაც ახსოვს, რომელსაც წლების წინ აქტიურად განიხილავდნენ, როგორც პირველ ქართულ მუსიკალურ ვიდეოს, სადაც თამამი სცენები იყო. მსახიობისა და მომღერლის წყვილმა 2002 წელს იქორწინა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა.მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ – ლიზა, რომელიც „მწვანე სკოლის“ მოსწავლეა. გოგონა ძალიან ჰგავს მამას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მამა-შვილი ხშირად მოგზაურობს ერთად.

„ყველაფერი საღი მიდგომაა, როდესაც ხედავ, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ხელს უშლის, ყოველთვის სჯობს, რომ სხვადასხვა რეჟიმში გადავიდეს წყვილი. ცუდია, რომ ოჯახები ასე სწრაფად ინგრევა. ეს არის ჩვენი წარსულის ბრალი. ევროპასა და ამერიკაში, მანამ, სანამ ცოლს მოიყვანენ, ბევრს ფიქრობენ. თუმცა, ვფიქრობ რეგიონში საქართველო ყველაზე განვითარებული ქვეყანაა“, – ამბობდა ჯაბა კილაძე ერთ-ერთ ინტერვიუში მეუღლესთან დაშორების შემდეგ.
წყარო:ambavi.club

Share.