“რასაც თემურ წიკლაურზე ამბობენ ტყუილია მე გეტყვით სიმართლეს..” – ნახეთ რა გაამხილა ბესო ჩუბინიძემ

0

ბესო ჩუბინიძე თემურ წიკლაურის ვიდეოკადრებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ორი დღის წინ გავრცელდა თემურ წიკლაურის ვიდეო, რომელშიც მომღერალი კორონავირუსს ახსენებს. ამ კადრებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა – ერთ-ერთი ვერსიით, მან ეს სიმღერა კოვიდ 19-ით დაინფიცირების დროს იმღერა.
“ყველას გთხოვთ (განსაკუთრებით სააგენტოებს) გაავრცელოთ ჩემი ეს განცხადება. საჯარდ მინდა განვაცხადო, რომ ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ ტელევიზიებში გავრცელებული ვიდეო-ფაილი, რომელშიც თემო მღერის და ბოლოს ამბობს, არ მინდა ჩასვლა დედამიწიდანო, არ

არის გადაღებული კლინიკაში, მითუმეტეს ავადმყოფობის დროს და მითუმეტეს არ გაურცელებია ის არცერთ ექიმს და ა.შ. – ტყუილია ყველაფერი რასაც წერენ, რასაც გიჩვენებენ და ავრცელებენ…

ვიდეო გადაღებულია პირადად ჩემს მიერ 2020 წლის 9 აპრილს და ის ეკუთვნის ტელეკომპანია „ვარსკვლავებს”, გადაღებული გვაქვს თემოს აგარაკზე, სოფელ მისაქციელში თემოს და ტელეკომპანია „ვარსკვლავების” ერთობლივი პროექტის – „ლაივ კონცერტები მისაქციელის მცირე საკონცერტო დარბაზიდან”, ფარგლებში. მსგავსი სახის ლაივ-კონცერტი მე და თემომ სამჯერ გავაკეთეთ ასიათასობით მაყურებლისთვის – 9 აპრილს, 26 მაისს და 5 ივლისს. თუ ვინმეს რამე აინტერესებს დანარჩენზე პირადად მე მომმართეთ!”, – წერს ბესო ჩუბინიძე.

Share.