რა განცხადება გააკეთა მიშას დედამ სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის შესაძლო დაქორწინებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

0

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსს ოფიციალურად შორდება და სოფო ნიჟარაძეზე აპირებს დაქორწინებას. ეს ხმები მით უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც მომღერალს შვილი შეეძინა და მამის ვინაობა კი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
„პრაიმტაიმი“ რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდა სოფო ნიჟარაძესთან ამ ამბების გადამოწმებას, თუმცა ის მედიასთან არ კონტაქტობს. სოციალური ქსელის მეშვეობით შეტყობინება გაეგზავნა მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა კითხვები მანაც უპასუხოდ დატოვვა.

loading...

თემაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რამაც ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა:
“იცით რა? თვითონ ელაპარაკეთ ამაზე ბატონ მიხეილს, მე რა შუაში ვარ?!” – განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილ კი ამტკიცებს, რომ მისი შვივლი ოჯახში ყველაფერი კარგად არის და არაფერი ხდება.

loading...

Share.