“რა ხდება ჰაერში? ძალიან ცუდისკენ მიდის ეს ყველაფერი…” – ნახეთ რას წერს ლაშა ბერულავა

0

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“რა ხდება ჰაერში? – ინტერნეტსივრცეში დაბნეულობაა
▪️ მოსკოვიდან სამთავრობო ბორტები სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავენ, 7 რეისი ერთდროულად,
▪️საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ბორტი გაურკვეველია, საით მიფრინავს,
▪️სირიიდან გამოფრინდა რუსული ИЛ-76;
▪️თურქეთმა ჰაერში აუშვა გამანადგურებელი;
▪️უმსხვილესი კომპანიის «Северсталь»-ის ბორტიც სადღაც მიფრინავს,
▪️ სადღაც მიფრინავს “გაზპრომიც”,
▪️ სევასტოპოლში საგანგებო რეჟიმში ჩამოფრინდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დელეგაცია Ту-154М-ით.
ძალიან ცუდისკენ მიდის ეს ყველაფერი…

❗️ რუსეთი შეუდგა საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობის გზით ანტიუკრაინული ისტერიის აგორების გეგმის შესრულებას – აცხადებენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ ცენტრში.

შეგახსენებთ, ჯერ ბრიანსკის, ხოლო შემდეგ ბელგოროდის გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მხრიდან განხორციელდა ავიაიერიშები რუსეთის დასახლებულ პუნქტებში, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ვიდეოებიც ალმოდებული ადგილებიდან.

როგორც ირკვევა, ამ, განცხადებების შემდეგ მსოფლიოს საჰაერო სივრცეში, სხვადასხვა ქვეყნიდან აფრინდა რამდენიმე სამთავრობო და სამხედრო ბორტი, სევასტოპოლში კი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დელეგაცია ჩავიდა. მოსკოვიდან თითქმის ერთდროულად აფრენილია 7 სამთავრობო ბორტი.”
haer

Share.