როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ საავადმოფოში

0

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გიორგი ბერიძეს თქმით ბოლო 24 საათის განმავლობაში ცერცვაძის მდგომარეობა არ შეცვლილა, აქვს ორმხრივი პნევმონია და დღის მეორე ნახევარში ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი.

loading...

როგორც გიორგი ბერიძე აცხადებს, თენგიზ ცერცვაძე ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ 17 ნოემბერს დაუდასტურდა.
წყარო: bednierebis.club

loading...

Share.