“როგორ გაიმეტე საკუთარი დედა ასე განა რა დაგიშვა..” – ნახეთ რატომ დაჭრა 17 წლის ბიჭმა დედა და რა გახდა კონფლიქტის მიზეზი

0

უმძიმესი შემთხვევა კახეთში – სოფელ განჯალაში 17 წლის მოზარდმა 42 წლის დედა ცივი იარაღით დაჭრა. “რეზონანსთან” ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქალის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგანაც მას მრავალი ჭრილობა აქვს როგორც გულმკერდის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას.
მეზობლების ინფორმაციით, დაპირისპირება ორშაბათს ღამით მოხდა. ადგილობრივებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, რაც ადგილზე სასწრაფო დახმარება დაა პოლიცია მივიდა. სავარაუდოდ, დაჭრა კომენდანტის საათის დროს მოხდა. რა არის დედა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი, ადგილობრივები ზუსტად ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს

loading...

ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო, რადგან დაჭრილი ქალი ქმარს გაშორებულია და შესაძლოა, მას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა.

ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ `არქიმედეს~ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ ეტპაზე მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

“არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა, რადგანაც დედა მაშინ დაჭრა, როცა კომენდანტის საათი იყო და გარეთ მეზობლები აღარ გამოვდივართ. ჩვენ მომხდარის შესახებ მაშინ შევიტყვეთ, როცა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია მივიდა. ვინ რა უთხრა ამ ბავშვს და რაზე გააქეზეს, არავინ არ იცის. სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

ვინ ჰყავდა ამ ქალს თუ რა მოხდა, არავინ არ ვიცით. რთული სათქმელია, ვის ოჯახში რა ხდება. უბედურება ისაა, რომ დედა ასე გაიმეტა. ქალი ფაქტობრივად დაჩეხილია. სხეულზე – ხელებზე, ფეხებსა და გულში დანით აქვს ჭრილობები მიყენებული. თავად დარეკა ბავშვმა სასწრაფოში თუ ვინ დარეკა, ესეც არ ვიცით.

ძალიან მძიმედ არის. რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმები, ჯერჯერობით, ვერაფერს ამბობენ. ბიჭი მალევე დააკავეს. მგონი, აქვე, სახლთან დახვდათ”, – აცხადებს დაჭრილი ქალის ერთ-ერთი მეზობელი “რეზონანსთან” საუბრისას.

17 წლის ბიჭი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებენ და 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა უკვე ამოღებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის `ე~ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
წყარო:geoambebi.com

loading...
Share.