”რომ ვერ დაგიტირებ, ეს ამბავი მომკლავს იცოდე! მიყვარხარ უსაშველოდ ჩემო სიცოცხლე…” – ნანუკა გულუამ ემოციური წერილი გამოაქვეყნა, ნახეთ ვინ გარდაეცვალა მსახიობს

0

მსახიობი ნანუკა გულუა, კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ 42 წლის თემურ გაბედავაზე, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ჩემი ორმეტრიანი ანგელოზი! ერთი პოსტიც არ დამიწერია, მეშინოდა კოსმოსში შენზე ცუდი ფიქრის გაშვება, ერთი წამით არ მიფიქრია, რომ ასე გავიწირებოდით!
რომ ვერ დაგიტირებ, ეს ამბავი მომკლავს იცოდე! მიყვარხარ უსაშველოდ, ჩემო სიცოცხლე!!!” – წერს გულუა “ფეისბუქზე”, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებულია.
თემურ გაბედავა სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინასური სამსახურის თანამშრომელი გახლდათ. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

Share.