”საავადმყოფოში მიყვანამდე გული გაუჩერდა.. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია…” – ნახეთ ვინ არის და როგორ მდგომარებაშია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი

0

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი ინგა მეკეიძეა. ის კორპუსში, ორ მცირეწლოვან შვილთან და მაზლთან ერთად იმყოფებოდა.
ამ დროისთვის, ბავშვები ნანგრევებიდან ჯერ არ ამოუყვანიათ.
ინგა მეკეიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
„ქალი კლინიკაში შემოიყვანეს 20:30 საათზე. დაფიქსირდა გულის გაჩერება. ექიმების დახმარებით გულის მუშაობა მალევე აღდგა. მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. ვიკვლევთ პაციენტს, სავარაუდოდ აქვს ორივე ქვედა კიდურის მენჯის ძვლების მოტეხილობა. ჩატარდა კვლევა და ველოდებით პასუხს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა თამარ მხატვარმა.


შეგახსენებთ რომ, რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.

მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.
წყარო: statiebi.club

Share.