“საავადმყოფოში უეცრად გონს მოვიდა და ექიმს უთხრა..” – ნახეთ რა იყო მომუკას უკანასკნელი სურვილი

0

ყველასთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი, ავტოავარიაში მიღებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად, 1 აგვისტოს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალბათ, რთული იქნება ადამიანის პოვნა, ვისაც მამუკას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ ჰქონდა, ამიტომ მისი წასვლა ყველასთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.
აჩი ფურცელაძე:
რესტორნიდან გამოსულან და მამუკას მანქანაში ჩამსხდარან, მაგრამ თვითონ საჭესთან არ იჯდა. მისი მეგობარი მჯდარა. ნატახტრის ტერიტორიაზე, რესტორნებთან ახლოს, მანქანას ატრიალებდნენ, რომ საპირისპირო მხარეს გადასულიყვნენ. ამ დროს

ჩამოიქროლა ავტომობილმა, დაეჯახა მამუკას მანქანას და ამოაბრუნა. როგორც ჩანს, ის მანქანა ძალიან დიდი სიჩქარით მოდიოდა. მამუკას კუჭი გაუსკდა, ნაწლავებიც და საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რაღაც მომენტში გონებაზე ყოფილა და უთქვამს, ჩემი ოჯახის წევრებს არ გააგებინოთო. ღამით 12-ის ნახევარზე მოხდა ეს ამბავი. ჯერ მცხეთაში მიიყვანეს, შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს და აქ გაუკეთეს ოპერაცია. მე მეორე დღეს ჩამოვფრინდი საქართველოში და ეს რომ გავიგე, მაშინვე საავადმყოფოში წავედი.

ორი რთული ოპერაცია მაქვს გაკეთებული მუცლის ღრუში და ვიცი, რომ ოპერაციის შემდეგ 72 საათი კრიტიკულად მძიმეა და მერე ნელ-ნელა მოდის უკეთესობა. პრობლემები სერიოზული იყო – დაზიანებები, ჭარბი წონა… წნევის დარეგულირება ძალიან გართულდა, მაგრამ უკეთესობის იმედი გვქონდა.

მკურნალი ექიმი გვერდიდან არ მოშორებია. იმ ღამით, გვიან სახლში წამოვედი და მეორე დილით რომ მივედი, არავინ დამხვდა – ღამენათევები მოსაწესრიგებლად იყვნენ წასული. დილით რომ რეანიმაციაში დავრეკე, არ მიპასუხეს. ამასობაში მამუკას ნათლულიც მოვიდა და ვსაუბრობდით. 12-სკენ დაცვა მოვიდა, მამუკასთან ხართ, ხომ, ზემოთ გეძახიანო. გულმა ცუდი მიგრძნო, მაგრამ თან, ვფიქრობდი, ალბათ, რამე დასჭირდათ – მეთქი. ავედით, დავრეკე და მითხრეს, ცუდი ამბავი გვაქვს, მამუკას გული გაუჩერდაო.
წყარო:statiebi.club

Share.