„საბოლოოდ ამერია გული ამ ქალზე, კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ამპარტავანი სახე…” – ნახეთ რა სკანდალური კომენტარები მოჰყვა გიორგი ღოღობერიძისა და ნინო ნადირაძის შეხვედრას

0

დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა და გიორგი კვლავ ვიხილეთ სტუმრად გადაცემაში. როგორც აღმოჩნდა, ნინოსა და გიორგის შორის ყველაფერი დალაგდა და ერთმანეთზე განაწყენებულები არ არიან.
„დაიჯესტი” გთავაზობთ იმ გამოხმაურებებს, რომლებიც სკანდალური ეთერის შემდეგ, გიორგი ღოღობერიძისა და ნინო ნადირაძის შეხვედრას მოჰყვა:
„ხელოვნური და კარგად შეფუთული ქცევებით საზოგადოების კეთილგანწყობას მაინც ვერ მოიპოვებთ, ასე რომ დაოკდით.”
„გიორგი რომ ოქროს ბიჭია ყველამ ვიცით, თვალებზე ეტყობა როგორი ადამიანია და რა უდევს გულში, მაგრამ ამ შეხვედრის მიზანი რა იყო ?! ვითომ პლუსების დაწერა მოუნდა „პრაიმშოუს” შეცდომის გამოსასწორებლად გიორგი ყველას უყვარს და „პრაიმშოუს” რა თქმა უნდა არ აწყობდა ამდენი ხალხის აგრესია! სასაცილო სპექტაკლი იყო ეს გადაცემა, მაგრამ კუზანოვა კარგად ვერ თამაშობს როლს.”

loading...

„არამარტო კარგი ექიმი, საოცარი ადამიანი ხართ, ნოემ სოფელს დაუბრუნდიო. ნინომ ჩემთან წაგიყვანო, ესენი ყოფილან დარეხვილები.”

„საბოლოოდ ამერია გული ამ ქალზე. ვითომ რატომ ჩათვალა საჭიროდ მასთან წაყვანა, ნიჭიერი ჰგონია თავი.”

„რა იყო ამ შეხვედრის არსი? არც ის დაფიქსირებულა, რომ ადამიანს გული ატკინეს, არც ნინოს გამოუხატავს სინანული…ამ ქალმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ამპარტავანი სახე. საერთოდ რატომ მიიყვანეთ, არც ბოდიში მოიხადა და რამდენი სისულელე ისაუბრა, მოაშორეთ ეგ უდიპლომო ჟურნალისტი.”

„ამ გადაცემიდან შთაბეჭდილება დამრჩა ნინო ძალით მიიყვანეს, თორემ სურვილი ჰქონდა ნული, ეს ქალი თავის ქედმაღლობას და ამპარტავნებას მაინც ვერაფერს მოუხერხებს, ეს ჩახუტება ხო საერთოდ შოკ რა.”

„შენთან წაიყვან კი არა, აქეთ არ გახდე გიორგის წასაყვანი თუ მიგიღო კიდე. ძალიან შორიდან კი იგრძნობოდა ბოდიში, მაგრამ ნინოს ამპარტავნობამ მაინც გადაძალა. გიორგი დიდი ადამიანი ხარ.”

„იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადა ან ეგრძნობინებინა, რომ შეცდომა დაუშვა, კიდევ უარყოფითი მუხტი შემოიტანა. ყოჩაღ გიორგი, აი, რატომ უყვარხარ ხალხს. შენი უბრალოება შენი მშვენებაა, შენი ვაჟკაცობაა. წარმატებები გიორგი.” – წერენ სოციალურ ქსელში.

წყარო: დაიჯესტი

loading...
Share.