“საბრალო, პატარა ბიჭი. ყველანი მეზიზღებით, ვინც ვინმეს გაპრავებას ცდილობთ” – ინგა გრიგოლია

0

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„საყვარელი, საბრალო, პატარა ბიჭი სიკვდილის მიზეზი-ასფიქსია, წყალში დახრჩობით. გიორგი შაქარაშვილს ცხედარზე აღენიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის,

loading...

ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ყველანი მეზიზღებით ,ვინც ვინმეს გაპრავებას ცდილობს, ვინც სიმართლეს არ ყვებოდა და არც ახლა ყვება. საბრალო ბავშვი. ვითომ არავინ არაფერი იცოდა ხო, იქ მყოფთაგან, რაც მოხდა სინამდვილეში და ოთხი დღე გაყურსულები იყვნენ და დღემდე არ ყვებიან სიმართლე?!”- წერს ინგა გრიგოლია.

loading...

Share.