“სად გაქრა გვანცა დარასელია და რატომ აღარ ჩანს ეკრანზე..” – ნახეთ რა შეემთხვა ცნობილ ტელეწამყვანს

0

გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ყვება, როგორ გადაურჩა ვირუსს იმიტომ, რომ ვაქცინირებული იყო:„არ ვჩანდი ამდენ ხანს იმიტომ, რომ უკვე მერამდენედ ვიყავი იზოლაციაში. ამჯერად ისეთი ახლო კონტაქტის გამო, რომ მეგონა, აუცილებლად დავინფიცირდებოდი … გაინტერესებთ, რატომ არ დავინფიცირდი? იმიტომ, რომ ვარ აცრილი. საშინელი, ტრაგიკული ვითარება გვაქვს ქვეყანაში. არავინ არ მოგატყუოთ, დაღუპულ პაციენტებს შორის, თითქმის არ არიან ორჯერადაც ვაქცინირებული პირები. რადგან მიყურებთ, ალბათ ჩემი ნდობა გაქვთ, ხომ?!პირადად მე სამჯერ ან ოთხჯერ არ დავინფიცირდი უახლოესი კონტაქტისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქცინა მიცავს.

არავინ გეუბნებათ, რომ თქვენ და 100%-ით დაცული ხართ, მაგრამ გადაიტანთ სრულიად გართულებების გარეშე, ზოგჯერ უსიმპტომოდაც კი. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ გიჭირთ სუთქვა , მაგრამ კლინიკა ვერ გიღებთ , ვერ გაწვენთ ვერსად…როგორ შეიძლება გეშინოდეთ უფრო მეტად ვაქცინის, რომელიც დაამტკიცა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ და არ გეშინოდეს კორონავირუსის ?! მწერენ ადამიანები, რომ ვაქცინირებული ვიყავი და მაინც შემხვდაო… გეთანხმებით, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, მე უბრალოდ გიყვებით ჩემს შემთხვევებს.მათემატიკურად რომ შევხედოთ, იმ წრეში, სადაც დაინფიცირდნენ ადამიანები და სულ იყო 10 ადამიანი, იმ წრეში, შეიძლება 2-3 ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ მე არ გადამედოს . მე ხომ ვარ ჯაჭვი ამ წყაროსა და ჩემს ახლობლებს შორის, მე ეს ჯაჭვი გავწყვიტე. მე მჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ეს ჯაჭვი სადღაც აუცილებლად გაწყდება“ – ამბობს გვანცა დარასელია.
წყარო:ambavi.club

Share.