სად მალავდნენ კომაშიჩავარდნილ შაქარას და რატომ არავინ დაათვალიერა მიტოვებული შენობა, აი რა მოხდა

0

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კომაშიჩავარნილ გიორგი შაქარაშვილს მიტოვებულ შენობაში მალავდნენ. ტელეკომპანია ჟურნალისტური გამოძიების დასკვნით ნაწილს დღეს გაასაჯაროებს. ანონსიდან კი ირკვევა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მომხდარის შემდეგ არაგვის ხეობაში მიბრუნდა.
ამასთან, “მთავარი არხი” დღეს გაასაჯაროებს ანძის ჩანაწერებს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

loading...

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნის თანახმად, სიკვდილამდე შაქარაშვილს არაერთი დაზიანება მიაყენეს, მათ შორის, ბლაგვი საგნით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.წყარო:საუკეთესო საიტი newpost.ge ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია

loading...

Share.