“პატრულმა დარეკა, ხო ცოცხალიაო” – საზარელი ავარია თბილისში, რამდენიმე წუთის წინ პატრულის მანქანამ ქვეითად მოსიარულე ბავშვი გაიტანა

0

“მთავარი არხი”-ს ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა – თვითმხილველები მთავართან ყვებიან, რომ ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს პატრულის მანქანა დაეჯახა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დაახლოებით 12 წლის ბავშვი კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

loading...


“პატრულმა დარეკა, ხო ცოცხალიაო“, – უყვება “მთავარს” თვითმხილველი.
“მთავარი” დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

loading...

Share.