საზარელი შემთხვევა მოხდა ფოთში – ქმარმა ახალგაზრდა ცოლი ქუჩაში დანით აჩეხა

0

ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ის, სავარაუდოდ ქმარმა დაჭრა.
„გამოძახებაზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა. როგორც თვითონ აღწერს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის, დანარჩენი კვლევა მოხდება სტაციონარში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ.

loading...

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება, 126-ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
წყარო: pirveli.online

loading...

Share.