“ძალიან სამწუხარო ამბავი: 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას არ განაახლებს” – ნახეთ რომელ რიცხვამდე გადაწიეს შეზღუდვა

0

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.
„როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ რომ, 12 აგვისტოს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე დაწესდა შეზღუდვები:
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.
საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს.

Share.