“საკუთარი თვალით ვნახე როგორ ესროლეს ჩემ ძმას…” – ნახეთ ზურაბ ზვიადაური დუმილს არღვევს, ოლიმპიური ჩემპიონის მოულოდნელი განცხადება

0

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარზე წარუდგენენ.
ზვიადაურმა დუმილი ადვოკატთან დაარღვია. ოლიმპიური ჩემპიონი არ უარყოფს, რომ ჩხუბისა და მკვლელობის ეპიზოდში მონაწილეობდა, თუმცა თავს დამნაშავედ არ სცნობს.
ადვოკატის თქმით, ზვიადაური 27 წლის ბიჭის მკვლელობას აუცილებელი მოგერიებით ხსნის.
ზვიადაური ამტკიცებს, რომ ნიკა კენჭოშვილი განუწყვეტლივ ისროდა და ის იძულებული გახდა, იარაღი აეღო და გაესროლა.
როგორც ზვიდაური ამბობს, მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ ესროლეს მის ძმას, ზვიად ზვიადაურს.

მუხიანის ტყეში ასვლის მოტივთან დაკავშირებით ზვიადაური აღნიშნავს, რომ მისი მიზანი იყო ძმა განსაცდელისგან დაეხსნა.

„ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მოქმედებდა მართლზომიერად. თავდამსხმელი კი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. რაც გააკეთა იძულებული იყო გაეკეთებინა, რათა საკუთარი და ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.

ზურაბ ზვიადაური თავდამსხმელს საერთოდ არ იცნობდა. ცდილობდა, თავისი ძმა გამოეყვანა ადგილიდან, შარს აერიდებინა, თუმცა ვერ მიუსწრო, იმიტომ რომ თავდამსხმელი უკვე ისროდა იარაღს”, – აცხადებს ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე .

Share.