“საკუთარი ცოლის ღალატი და ავადმყოფი მეუღლის სხვა ქალის გამო მიტოვების მცდელობა…” – გიორგი ნაზღაიძის სკანდალური განცხადება ზურა ხაჩიძეზე

0

გიორგი ნაზღაიძე მომღერალ ზურა ხაჩიძეს უპირისპირდება. ზურა ხაჩიძე გუშინ წერდა, რომ პატრიარქის და ეკლესიის გინებას არავის აპატიებდა. ნაზღაიძემ კი სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა და ხაჩიძის მისამართით ასეთი რამ დაწერა:
„ამას მეუღლის ღალატი და ავადმყოფილი ცოლის სხვა ქალის გამო მიტოვების მცდელობა მართმადიდებლობაში ცოდვა რომ არის არ ასწავლეს?!
ამის საბლატაო რომ გახდება, აი, მართლა მანდ დაგვერხა,“ – დაწერა ნაზღაიძემ.

ესეც რას წერდა ზურა ხაჩიძე გუშინ:

”ეს რაც ხდება, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ქვეყნის მტრობა. ამდენი დროის განმავლობაში, ქვეყნის რყევას, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს და მართლა ჩამოიქცევა ეს ჩვენი სამშობლო.

არც პრემიერი და არც შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა გადადგეს!!! გამოძიებული უნდა იყოს ყველა კანონის დარღვევა!!! პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, პროვოკატორმა და ქვეყნისგარე მტერმა!

ყველას გაფრთხილებთ, ვინც ჩემს მეგობრებში ხართ, პატრიარქის და ეკლესიის გინებას არ გაპატიებთ, ამიტომ წაიშალეთ თავი, სანამ მე დაგერიეთ. ყველაფერს ხედავს საზოაგადოება და ყველაფერს თავის სახელს დარქმეევს! ნუ იწვევთ საქართველოს მოსახლეობას!

კიდევ ერთხელ ვუსმაძიმრებ ლექსოს გარდაცვალებას ყველას!

მოციქულები პეტრე და პავლე ჰფარავდეს საქართველოს და მის უწმინდესოსობას! ამინ” – წერს ზურა ხაჩიძე.

Share.