“საკუთარი 10 თვის შვილი მამამ დანით დაჭრა..” – ნახეთ მომხდარის შესახებ დეტალები

0

დაჭრა შურისძიების მოტივით – ახალქალაქში შუახნის მამაკაცმა ყოფილ ცოლს და მის ოჯახს სხვადასხვა სახის ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილია 5 ადამიანი, მათ შორის 10 თვის ბავშვიც. მიზეზად შურისძიება სახელდება. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.როგორც დაზარალებულების ოჯახის წევრი “კურიერთან” ყვება, ბრალდებული ძალადობის გამო იყო დაკავებული და ციხიდან ახალი გამოსულია.როგორც ახლობელი აცხადებენ, დაახლოებით 2 წლის წინ ბრალდებულსა და მის ცოლს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც სიმამრმა დარეკა პოლიციაში და სწორედ ამის შემდგომ დააკავეს შუახნის მამაკაცი. სავარაუდოდ, ეს შემთხვევა გახდა გუშინდელი დანაშაულის მოტივიც.

“გაგრძელება იყო, რაც დატოვა ნახევრად, ახლა უნდოდა, რომ ბოლომდე შეესრულებინა… ჩავარდა ციხეში, თავის ოჯახში გააკეთა ასეთი რამ, პოლიციამ დააკავა და ახლა გამოშვებული იყო. მისი ცოლი ჩემი დაა. ცოლი და შვილები იყვნენ მამაჩვენის სახლში, სადაც ჩემი ძმაც იყო. ახლა გამოსული იყო ციხიდან და პირდაპირ წასულა იქ. დედამისს დაარტყა, ბავშვი იყო კალთაში და მასაც დაარტყა ფეხზე,” – განაცხადა დაზარალებულების ოჯახის წევრმა სელონ ქურდოღლიანმა.

“ცოლის ცემის გამო ერთი წელი ციხეში გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ეს დანაშაული ჩაიდინა,” – აცხადებენ ადგილობრივები.

რაც შეეხება დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას, 5-დან სამი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის 10 თვის ბავშვის. დედა და შვილი რჩებიან ახალქალაქის საავადმყოფოში. რაც შეეხება ბრალდებულის სიდედრსა და სიმამრს, მათი მდგომარეობა იყო შედარებით მძიმე და ისინი გუშინ ღამე თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.

“ჭრილობები აღენიშნებოდათ გულმკერდის მარცხენა და მხრის მარცხენა ზედაპირზე, არის ზედაპირული ჭრილობები. მამაკაცს აღენიშნებოდა დამატებით მუხლის არეში ჭრილობა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნით, დანით. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ და მომზადდებიან გაწერის მიზნით,” – აღნიშნა ალადაშვილის კლინიკის ექიმმა, მიშა ქემერთელიძემ.

“ღია ჭრილობები ჰქონდათ სხეულის სხვადასხვა ადგილზე. მათგან 2 მძიმე პაციენტი იყო, რომელთაც სპეციალიზირებულ კლინიკაში დახმარება ესაჭიროებოდათ, რის გამოც გამოძახებული იქნა კატასტროფის ბრიგადა და გადაყვანილნი არიან თბილისში. სიცოცხლისთვის საშიში არცერთი ჭრილობა არ იყო, კიდურების არეში ჰქონდათ ძირითადად დაზიანებები. შემავალი ჭრილობები არ ყოფილა. ბავშვს ბარძაყის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – აღნიშნა ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმმა.

დამნაშავე უკვე დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
წყარო:ambavi.club

Share.