“სამმა ახალგაზრდა სოფელში თავი მოიკლა, ერთი-ერთი მათგანი 15 წლის არის..” – ნახეთ რა გაგხა ბოლო ერთ თვეში დატრიალებული უბედურების მიზეზი

0

დაბრუნდა თუ არა ე.წ ლურჯი ვეშაპი საქართველოში? ერთ სოფელში, ერთ თვეში, ზედიზედ უკვე 3 თვითმკვლელობა მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, მათი ასაკი, მაქსიმუმ, 22 წლამდეა. ბოლო მსხვერპლი კი არასრულწლოვანია, რომელმაც თავი იმავე მეთოდით მოიკლა, როგორც დანარჩენმა ორმა.მივიწყებულ საშიშ ინტერნეტ თამაშზე ისევ ალაპარაკდნენ. დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ეჭვობენ, რომ ახალგაზრდების და მათ შორის არასრულწლოვნების სუიციდი სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

თვითმკვლელობის სცენარი ყველა შემთხვევაში ერთია, მსხვერპლი ახალგაზრდები კი ერთმანეთისთვის არც ისე ახლობლები არიან, მაგრამ სოფელში მაინც ცდილობენ, იპოვონ კავშირი ამ სამ ისტორიასთან.ბოლო შემთხვევა სოფელში სამი დღის წინ მოხდა, მსხვერპლი 15 წლის ბიჭია. ამბობენ, რომ მისთვის რაიმე საეჭვო არასდროს შეუნიშნავთ, არც ოჯახის და არც მოზარდის პირადი პრობლემების შესახებ სმენიათ. მომხდარზე საუბარი არ ისურვეს სკოლაში.
წყარო:ambavi.club

Share.