“სამწუხაროდ კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა” – ნახეთ ვინ არის და რა დაემართა ჟურნალისტიკის ლეგენდას

0

საქართველოს ტელევიზიიის პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი გარდაიცვალა.
ალექსანდრა მაჭავარიანი საქართველოს პირველ მაუწყებლობას უძღვებოდა, რომელიც 1956 წელს ფუნიკულიორზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან განხორციელდა.
წამყვანების რამდენიმეკვირიანი შერჩევის შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანიდან, მხოლოდ ორი დაამტკიცეს. მათ შორის იყო 19 წლის ალექსანდრა მაჭავარიანი, რომელიც 45 წელი ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას.

ალექსანდრა მაჭავარიანს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს მთაწმინდის პარკში, სატელევიზიო ანძის მიმდებარედ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა.

წყარო: statiebi.club

Share.