“სამწუხარო ამბავი,ასი ათასობით მომხმარებელს სესხი გაუძვირდა..” – ნახეთ რამდენით გაძვირდა სესხი

0

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი 10.5% გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ ლარი ახლა ყველაზე ძვირი ღირს.რეფინანსირების განაკვეთი ლარის ღირებულებას განსაზღვრავს, ანუ საპროცენტო განაკვეთს, რომლითაც კომერციული ბანკები ცენტრალური ბანკისგან ლარის რესურსს სესხულობენ, ხოლო შემდეგ მომხმარებლებზე გაასესხებენ.

თუ ბანკებს ლარი უძვირდებათ, სესხი ავტომატურად ძვირდება მომხმარებლებისთვისაც.
1 ნოემბრის მდგომარეობით, 169 700 მომხმარებელს აქვს სესხი რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული. ამ მსესხებლებზე სებ-ის გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება და მათ სესხი 0.5 პროცენტული პუნქტით გაუძვირდებათ.
წყარო:tbilisitv.club

Share.