“სამწუხარო ინფორმაცია, გაიზარდა დენის ტარიფი..” – ნახეთ რამდენით მეტის გადახდა მოგიწევთ მიმდინარე თვიდან

0

გასულ წელს ელექტროენერგიის საფასური 3,5 თეთრით გაიზარდა. თუმცა, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა დააფინანსა. შესაბამისად, ის მოქალაქე, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, გაძვირებას ვერ იგრძნობდა. სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლა, დეკემბრის ბოლოს მთავრდება.მოქლაქეებს გაუჩნდათ შეკითხვა, იანვრიდან უკვე მოუწევთ 3,5 თეთრით გაზრდილი გადასახადის გადახდა თუ კვლავ გააგრძელებს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას. შეკითხვით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას მივმართეთ.

სემეკში განგვიცხადეს, რომ არსებული ინფორმაციით, იანვრი
დან 3,5 თეთრით გაზრდილი ტარიფის გადახდა მოგვიწევს.

“პროგრამა დეკემბერში მთავრდება და ახალ სუბსიდირებასთან დაკავშირებით არ გვაქვს ინფორმაცია. არსებული ინფორმაციით, იანვრიდან დადგენილი ტარიფით მოუწევთ გადახდა.” – გვითხრეს სემეკში.

“თელასის“” სამომხმარებლო აბონენტებისათვის ტარიფი ასეა განსაზღვრული:
თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 18.041 თეთრი
თვეში 101-301 კილოვატი – 22.053 თეთრი
თვეში 301 კილოვატზე ზემოთ – 26.537 თეთრი
“ენერგო პროს” სამომხმარებლო აბონენტებისთვის, ტარიფი კი ასე გამოიყურება:
თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 17.731 თეთრი
თვეში 101-301 კილოვატი – 21.707 თეთრი
თვეში 301 კილოვატზე ზემოთ – 26.227 თეთრი
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტარიფიდან 2021 წლის განმავლობაში, ის ადამიანები, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, მთავრობის სუბსიდირების პროგრამის გამო 3,5 თეთრით ნაკლებს იხდიდნენ. იანვრიდან კი, სავარაუდოდ, უკვე დადგენილი ტარიფით მოგიწევთ გადახდა.
წყარო:dainteresdi.club

Share.