”სარკეში საერთოდ აღარ ვიხედები. დიაბეტი, ეტლი, ყოველ კვირას დამატებითი შეზღუდვა მიჩნდება…” – უმძიმესი ცნობები თინა ხიდაშელზე

0

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი რამდენიმე თვის წინ კოვიდით დაინფიცირდა, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ კი მისი მდგომარეობა პოსკოვიდური სინდრომით დამძიმდა. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მან გადაცემა “ექიმებში” ისაუბრა:
„ყველაზე რთული იყო პირველი 2 ღამე კლინიკაში ყოფნის დრო. თვალებს რომ დახუჭავ, გიქმნის განცდას რომ ჯოჯოხეთში მიგაქანებს. ცოცხალი გადავრჩი, კლინიკაში სიცოცხლე მაჩუქეს. საავადმყოფო რომ დავტოვე, ფიზიკურად ვიყავი ძალიან კარგად, დავდიოდი ლექციებს ვკითხულობდი, მაგრამ საფრთხე თავიდან დადგა, ქოშინი დამეწყო. ამას დაემატა მაღალი პულსი, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. პრაქტრიკულად მთელი ორგანიზმი იყო უკვე ჩართული ამ გართულებაში.

ბევრი ეპიზოდი მქონდა წაქცევის ქუჩაშიც, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელიც, იმიტომ რომ ეს საშუალებას მაძლევს, რომ გამოვიდე გარეთ თან მეტი სტაბილურობის განცდა გაქვს და შიში გიქრება, რომ წაიქცევი.

ყოველ კვირას დამატებითი შეზღუდვა მიჩნდება, წინა კვირას სავარძელში არ ვიჯექი, 1 კვირაა, რაც სავარძელში ვზივარ. ამის გარდა, პოსკოვიდური ერთ-ერთი სინდრომი არის დიაბეტი, რომელიც არ მქონია, მაგრამ ახლა მაქვს. ეს სახე ძალიან მაღიზიანებს და სარკეში საერთოდ არ ვიხედები, ახლა შედარებით შემცირებულია, სამი კვირის წინ გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო. შემცირებულია ვიზუალურად, სინამდვილეში, შიგნით შევიდა ახლა უკვე. ცოტა ვჩიფჩიფებ, იმიტომ რომ ღრძილები დასიებული მაქვს,” – თქვა გადაცემაში ხიდაშელი.

Share.