„სასწაულის მომსწრენი გავხდით” – თბილისის აფთიაქში პენსიონეი ქალი წამლების შესაძენად შევიდა და ისეთი რამ მოხდა ვერ წარმოიდგენთ

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ აფთიაქშია გადაღებული. პენსიონერ ქალს წამლების შესაძენად თანხა არ ჰყოფნის და ფარმაცევტს სთხოვს, პენსიამდე რომ ეყოფა იმდენი ლარის წამალი გამოუწეროს.
„სასწაულის მომსწრენი გავხდით დღეს იმპექსის თანამშრომლები, მედიკამენტების შესაძენად შემობრძანდა პენსიონერი ქალბატონი რომელსაც თანხა არ ჰყოფნიდა გამოწერილი წამლების შესაძენად და ერთ-ერთ ფარმაცევტს სთხოვა პენსიამდე, რომ მეყოს იმდენი წამალი გამომიწერეთო.

loading...

ამ დროს ერთ-ერთმა მომხმარებელმა უცნობმა მამაკაცმა გამოიჩინა გულისხმიერება და მოითხოვა სრული კურსი მიეცა ფარმაცევტს და თანხა თვითონ გადაეხადა . მედიკამენტების საფასური გამოვიდა სრულიად 147 ლარი, რომელიც გადაიხადა უცნობმა მამაკაცმა. უფალმა ამრავლოს ასეთი კეთილი და გულისხმიერი ადამიანები სიკეთე გადამდებია“, – წერს სალომე, რომელიც ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ვიდეოს უამრავი დადებითი კომენტარი და ემოციები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. თავად პენსიონერი ბებო კი ემოციებისგან ატირდა და უცნობ მამაკაცს მადლობა გადაუხადა.

loading...

Share.