“სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი!” – რას ედავაება ბაჩალიაშვილის დედა მთავარ პროკურორ შოთაძეს

0

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევა მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ის საქმეს ჩამოაშორონ:
“ამ კაცმა თავიდანვე განაცხადა, გამომიგზავნეს, მაგრამ ამის ავთენტურობაზე პასუხისმგებელი არ ვარო. მიზანმიმართულად ჩამოშორება უნდათ ამ საქმიდან რამიშვილის. იმდენად უსუსურია პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის.

loading...

მინდა მივმართო შოთაძეს ამის თაობაზე: ტელეფონში ისეთს ვერაფერს ნახავთ ჩემი შვილის გატანჯული სურათების გარდა და ფრთხილად იყავით, კოსმოსში როგორ ენერგეტიკასაც გაუშვებთ, ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და 9 თაობაზე არ დაგიბრუნდეთ…
მივმართავ ისევ შოთაძეს, რომ შორს მაგის სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც ელოდება დიდი ხანია და ექავება ხელი. აქციებს რახან არ ვაანონსებ იმას არ ნიშნავს, რომ გადავიფიქრე, ან დავიღალე, ან მეშინია. ერთი უბრალოდ გაბედონ და აბსოლუტურად ყველას ჩავრთავ, რითაც აქამდე თავს ვიკავებდი სხვა შემოთავაზებებისგან. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მოყვარე. ყველას ჩავრთავ აბსოლუტურად. სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი,”. წყარო:cyc.ge

loading...

Share.