”საშინელება იყო, გოგოებიც იყვნენ და ბიჭებიც, ხუთივე ადგილზე დაიღუპა…” – ნახეთ რას ყვებიან თვითმხილველები სამტდრედიაში მომხდარ ავარიაზე

0

სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები ჩოხატაურიდან არიან.
“ადგილზე ვიყავი, საშინელი სანახავი იყო. გოგონებიც იყვნენ და ბიჭებიც. ისინი ბათუმიდან სამტრედიის მიმართულებით მოძრაობდნენ. ხუთივე ადგილზე დაიღუპა, ტრაილერის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – უყვება „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან მალევე მივიდა. თუმცა, მათ ხუთი ადამიანი: ორი მამაკაცი და სამი ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

loading...

„ერთმა დაშავებულმა მამაკაცმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა, – განმარტავენ სასწრაფო სამედიცინო ცენტრში.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო:primetime

loading...

Share.