”საშინელი დილა გათენდა, შორეულ ქვეყანაში დაიღუპა” – ვინ არის ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც 10 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაიღუპა

0

იტალიის ქალაქ ბარში ქართველი ემიგრანტი ნინო ნარუშვილი გარდაიცვალა.
იგი იტალიაში 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინოს მეგობარი ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია წერს.
„ძალიან ცუდი დილა გათენდა. ჩვენი ნინო შორეულ იტალიაში გარდაიცვალა. საშინელი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს“,- წერს ჟურნალისტი.

loading...

ნინო ნარუშვილის ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში ცხოვრობს. მას სამი შვილი დარჩა. ოჯახის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია თუ რა გახდა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. სავარაუდო ვერსიად სიმსივნე სახელდება.
წყარო: ambavi.cc

loading...

Share.