”საცოდავი ბავშვი, ისევ ქართველმა მოკლა ქართველი” – ამერიკაში 18 წლის ქართველი ემიგრანტი ბიჭის სასტიკი მკვლელობისთვის ისევ ქართველი დააკავეს

0

ნიუ-იორკში 18 წლის ქართველი ჯაბა ადამია მოკლეს. შემთხვევა ბრუკლინში მოხდა. ახალგაზრდას დაზიანებები ცივი იარაღით, მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ის პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა.
ადამია საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასევე ქართველია და ის სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავთ.

loading...

„მოკლეს. დანით დაჭრეს. ისევ ქართველმა მოკლა. დამნაშავე დაჭერილია. ბოლომდე ჯერ არ გარკვეულა რა უძღოდა კონფლიქტს წინ. როგორც ვიცი დიდი ხანი არ იცნობდნენ ერთმანეთს. საახლობლოც გარკვევის პროცესში ვართ, ბოლომდე არაფერი ვიცით“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ჯაბა ადამიას ოჯახმა 3 წლის წინ ე.წ. მწვანე ბარათი მოიგო და საცხოვრებლად აშშ-ში გადასახლდა.
წყარო: bednierebis.club

loading...
Share.