”საწყალი ბიჭი გაკოჭეს და არხში გადააგდეს…” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სასტიკი სიკვდილისთვის გაიმეტეს, შემზარავი ტრაგედიის დეტალები

0

მარნეულში 28 წლის კაცი მოკლეს – ჯავიდ ალიევს ოჯახი ბოლო სამი დღის განმავლობაში ეძებდა, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი კი დღეს, 21 სექტემბერს, მდინარე ალგეთის პირას იპოვეს.
“პირველების” ინფორმაციით, სასტიკი დანაშაულისთვის პოლიციამ ძმები დააკავა. მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.
ძმებთან ერთად დაკავებულია მათი მძღოლიც, რომელიც უმძიმეს ფაქტს შეესწრო. ამ უკანასკნელს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
საქმის მასალების მიხედვით, ძმებმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაკოჭეს, მძიმე საგანი მოაბეს და არხში გადააგდეს.

მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. გომელაურის უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს,
მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1993 წელს
დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და
ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის
ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში
წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის
შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი – ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ
სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

28 წლის კაცი, დმანისის სოფელ იფნარის მკვიდრია, მარნეულში კი მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სამი პირი დააკავა. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
წყარო: statiebi.club

Share.